ვლადიმერ ჩაჩიბაია : პრობლემები, რომლებსაც ჩვენ ვისმენთ, სამანევრო ქვედანაყოფების მეთაურებისგან და სარდლობებიდან მომდინარეობს

პრობლემები, რომლებიც დღეს არსებობს შეიარაღებული ძალების წინაშე, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს პრობლემები, რომლებსაც ჩვენ ვისმენთ ყოველდღიურად, გამომდინარეობს უშუალოდ სამანევრო ქვედანაყოფების მეთაურებისგან, სარდლობებიდან და არის კიდევ ერთი დამატებითი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ სასწრაფოდ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ახალწვეულებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ფაქტობრივად მიღებულია , – ამის შესახებ შესახებ გენშტაბის ახალმა ხელმძღვანელმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, როდესაც ნებისმიერი ინიციატივა იწყება, სასურველია, ყოველთვის არსებობდეს მისი ჩანაცვლების რამე ალტერნატიული გზა, ამის შემდეგ აქვს გარკვეული გამართლება ნებისმიერ გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო გაწვევის აღდგენა აუცილებლობიდან გამომდინარე მოხდა.

„ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე პიროვნების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ვაკრიტიკებთ. შეჩერებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაში გარკვეულად იყო ჩართული გენშტაბი. უბრალოდ კომუნიკაციის პრობლემა შეიქმნა, ანუ ბოლომდე ვერ იქნა გარკვეული ინფორმაცია თავისი სიზუსტეებით მიტანილი ადრესატამდე, რამაც გამოიწვია ის გადაწყვეტილება, რაც დღეს არსებობს. ამ ეტაპზე კი ეს ჩვენი, სამხედროების გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ ჩაჩიბაია : ჩვენ გვინდა, საჰაერო სარდლობის კუთხით გავატაროთ რიგი რეფორმები
შემდეგი სტატიაცესკო-ში პარტიების დაფინანსების თემაზე განმარტება გაკეთდა