ვლადიმერ ჩაჩიბაია : ჩვენ გვინდა, საჰაერო სარდლობის კუთხით გავატაროთ რიგი რეფორმები

ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა რადიკალურად გადაიხედება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განუცხადა.

როგორც გენშტაბის უფროსმა აღნიშნა, სარდლობა უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი, უსაფრთხოებისა და თავდაცვის გეგმებიდან გამომდინარე.

“ჩვენ გვინდა, საჰაერო სარდლობის კუთხით გავატაროთ რიგი რეფორმები. ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობაში გარკვეული რეორგანიზაცია იგეგმება.. ჩვენი სურვილია, სარდლობა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი, უსაფრთხოებისა და თავდაცვის გეგმებიდან გამომდინარე. ამის შესახებ მომავალში შეიტყობს საზოგადოებამე, თუმცა შემიძლია, გითხრათ, რომ რადიკალურად მოხდება ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის გადახედვა”,-აღნიშნა ჩაჩიბაიამ.

banner
წინა სტატიაშიროგორც ჩანს, მთავრობის სათავეში სახელი “ნოდარი” არ მოსწონთ – სოსო ცისკარიშვილი
შემდეგი სტატიავლადიმერ ჩაჩიბაია : პრობლემები, რომლებსაც ჩვენ ვისმენთ, სამანევრო ქვედანაყოფების მეთაურებისგან და სარდლობებიდან მომდინარეობს