ვლადიმერ ბოჟაძე : თამარ ჟვანია ფავორიტია, ჩვენ მასთან სამართლიან გარემოში არ ვართ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის ერთ ერთი კანდიდატი ვლადიმერ ბოჟაძე აცხადებს, რომ სხვა კანდიდატებთან შედარებით, თამარ ჟვანია ფავორიტია და ისინი მასთან სამართლიან გარემოში არ არიან:

„შანსების თანაბრობაზე ვერ ვისაუბრებთ. შეხვედრები გვაქვს ცესკო-ს წევრებთან რომლებსაც გავაცნობთ ჩვენს გეგმებს. უფრო რთულია გახდე ცესკო-ს წევრი, ვიდრე ცესკო-ს თავმჯდომარე. არანაირი სამართლებრივი პროცედურები არ არსებობს.

რაც შეეხება გეგმებს, ასიათასობით მოქალაქეს არ აქვს საშუალება მონაწილეობა მიიღოს. მათ უნდა მიეცეთ საშუალება ელექტრონულად მისცენ ხმა. ასევე პრობლემაა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების კვალიფიკაცია. ჩვენ შეგვიძლია მათი გადამზადება მოვახდინოთ”, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისია ფარული კენჭისყრით დღეს ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. სხდომა 14:00 საათზე გაიმართება.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილება სრული შემადგენლობის ორი მესამედით უნდა მიიღოს.

პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად მარიამ შელეგიას, თამარ ჟვანიასა და ვლადიმერ ბოჟაძის კანდიდატურები წარადგინა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილს საკუთარი გუნდის წარდგენა დღეს აქვს დაანონსებული
შემდეგი სტატიაგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას წიწვოვანი ნარგავების უკანონო მოპოვებაზე პასუხისმგებლობის შესახებ აფრთხილებს