ვლადიმერ ბორცვაძე – თუ დადასტურდება, რომ რომელიმე მოწმემ შეგნებულად, მართლმსაჯულების ხელის შეშლის მიზნით, არასწორი ჩვენება მისცა, ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ

region
ავტ.: region ივლისი 7, 2020 15:04

ვლადიმერ ბორცვაძე – თუ დადასტურდება, რომ რომელიმე მოწმემ შეგნებულად, მართლმსაჯულების ხელის შეშლის მიზნით, არასწორი ჩვენება მისცა, ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ სამინისტროში
გამართულ ბრიფინგზე განმარტა, თუ რა რეაგირება მოჰყვება გიორგი
შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჩვენებების შეცვლას და აღნიშნა, რომ
ამ საკითხს შესწავლა სჭირდება.

„გიდასტურებთ, რომ გარკვეული წინააღმდეგობები ჩვენებებში არის, მაგრამ ეს
საგამოძიებო მოქმედებებით უნდა იქნას შესწავლილი და შეფასდეს. თუ
დადასტურდება, რომ რომელიმე მოწმემ შეგნებულად, მართლმსაჯულების ხელის
შეშლის მიზნით მისცა არასწორი ჩვენება, ბუნებრივია, ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ,
მაგრამ, აქ გასამიჯნია კონკრეტული – ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური, ამ
ფაქტორსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. გასამიჯნია ეს სხვაობები ჩვენებებს
შორის. რა თქმა უნდა, მე არავის ხელს არ დავაფარებ არც ერთ საქმეზე.თუ არის
შეგნებულად, მართლმსაჯულების ხელის შეშლის მიზნით განხორციელებული, რა თქმა
უნდა, ამას შესწავლა სჭირდება და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება“
, –
განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

region
ავტ.: region ივლისი 7, 2020 15:04