ვლადიმერ ბორცვაძე-იაკობ ბრეგვაძის ფოტოაპარატის შესახებ პატაკთან დაკავშირებით, პოლიციელმა იმოქმედა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ იაკობ ბრეგვაძის
ფოტოაპარატის შესახებ პოლიციელის პატაკთან დაკავშირებით განაცხადა, რომ
პოლიციის თანამშრომელმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად
იმოქმედა.

„ვინც იურისპრუდენციაში ერკვევა, იცის, გადაუდებელი აუცილებლობის
შემთხვევაში, როგორ უნდა ჩაატაროს ისე საგამოძიებო მოქმედება , რომ
ნივთმტკიცება არ განადგურდეს. ეს არის ვარაუდი, საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული. ეს არის სტანდარტული
ვარაუდი, როდესაც საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელი, გამომძიებელი,
ვარაუდობს, რომ, თუ დროულად არ ჩაატარებს საგამოძიებო მოქმედებას, შეიძლება
ის ნივთიერი მტკიცებულება განადგურდეს. გამომძიებელმა ივარაუდა, რომ
შესაძლებელია ეს მომხდარიყო, შეადგინა დოკუმენტი, ამოიღო ის ნივთები,
რომლებიც მიაჩნდა, რომ მნიშვნელოვანი იყო საქმის ფაქტობრივი
გარემოებებისთვის“,- განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშივლადიმერ ბორცვაძე – თუ დადასტურდება, რომ რომელიმე მოწმემ შეგნებულად, მართლმსაჯულების ხელის შეშლის მიზნით, არასწორი ჩვენება მისცა, ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ
შემდეგი სტატიავლადიმერ ბორცვაძე – ტყუილია, თითქოს ნინო გიორგობიანმა „შკოდას“ მარკის ავტომანქანა გაგზავნა იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად