ვლადიმერ ბორცვაძე – გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, საპატრულო ეკიპაჟმა 112-ში განხორციელებული ზარის ავტორი იაკობ ბრეგვაძე შეტყობინების გაუქმების შემდეგ აღმოაჩინა

region
ავტ.: region ივლისი 7, 2020 14:42

ვლადიმერ ბორცვაძე – გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, საპატრულო ეკიპაჟმა 112-ში განხორციელებული ზარის ავტორი იაკობ ბრეგვაძე შეტყობინების გაუქმების შემდეგ აღმოაჩინა

საპატრულო ეკიპაჟი იაკობ ბრეგვაძეს, მას შემდეგ რაც იპოვეს, გარკვეულ კითხვებს უსვამს, რაც გენერალური ინსპექციის გასარკვევია – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ გარდაცვლილ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

ვლადიმერ ბორცვაძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერზე ისაუბრა.

„მას შემდგომ, რაც ავტოსამრეცხაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გარკვეულ ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, იაკობ ბრეგვაძე ტოვებს შემთხვევის ადგილს, გაურბის საფრთხეს. მას შემდგომ, რაც მასზე თავდასხმა განხორციელდა, იმალება ერთ-ერთ შენობაში. ამის შემდეგ მისი კუთვნილი ტელეფონით აკეთებს შეტყობინებას 112-ში და ეუბნება, რომ აქვს ადგილი ფიზიკურ დაპირისპირებას, ჩხუბობს დაახლოებით 10 ადამიანი და იძახებს პოლიციას. ამავე შეტყობინებისას იაკობ ბრეგვაძე ვერ ასახელებს ზუსტ ლოკაციას. ოპერატორს განუმარტავს, რომ იმყოფება მცხეთა-მთიანეთის ტერიტორიაზე და ასევე უსახელებს ერთ-ერთი გაუქმებული ობიექტის სახელწოდებას. ოპერატორი ცდილობს, დააზუსტოს შეტყობინება და ავტომატურ რეჟიმში აგზავნის შეტყობინებას საპატრულო პოლიციის სამორიგეოში. ამავდროულად პოლიციის ეკიპაჟები ცდილობენ იაკობ ბრეგვაძის ადგილის დადგენას. გადიან სავარაუდო მიმართულებაზე და ამავდროულად სამორიგეოდან უკავშირდებიან იაკობ ბრეგვაძეს ადგილმდებარეობის დაზუსტების მიზნით. ეკიპაჟები ვერ პოულობენ ლოკაციას და იძულებული ხდება ოპერატორი ხელმეორედ დაუკავშირდეს ბრეგვაძეს და დააზუსტოს მისამართი. მეორე ზარი რომელიც 112-ის ოპერატორის მიერ განხორციელდა, სწორედ ამ დროს იაკობ ბრეგვაძე ოპერატორს ეუბნება რომ იგი იმყოფება მცხეთა-მთიანეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, არაგვის ხიდებთან. მაგრამ ამავდროულად უმარტავს ოპერატორს რომ ჩხუბი დასრულებულია, ყველა წავიდა და გააუქმოს შეტყობინება. მიუხედავად ამისა 112-ის ოპერატორი აზუსტებინებს ლოკაციას და საპატრულო ეკიპაჟი განაგრძობს ბრეგვაძის ძებნას. ეკიპაჟი პოულობს იაკობ ბრეგვაძეს. ის განუმარტავს ეკიპაჟს რომ ადგილი ქონდა დაპირისპირებას, დაპირისპირებული პირები უკვე წავიდნენ, და იგი თბილისის მიმართულებით მიემართება ავტოსტოპით და საპატრულო ეკიპაჟს სთხოვს თბილისამდე წაყვანას. ეკიპაჟი უსვამს გარკვეულ კითხვებს და ეს გენერალური ინსპექციის გასარკვევია. ამის შემდეგ ბრეგვაძეს სვამენ მანქანაში და მიჰყავთ თბილისში. აღსანიშნავია, რომ ეკიპაჟმა იაკობ ბრეგვაძე აღმოაჩნა მას შემდეგ, რაც შეტყობინება უკვე გაუქმებულია“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

region
ავტ.: region ივლისი 7, 2020 14:42

Google სტატისტიკა


2,535
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics