ვლადიმერ ბორცვაძე- გიორგი შაქარაშვილის მხრიდან კონფლიქტში მონაწილეობის ფაქტი ამ ეტაპზე, ჯერ-ჯერობით არ იკვეთება

გიორგი შაქარაშვილის მხრიდან კონფლიქტში მონაწილეობის ფაქტი ამ ეტაპზე,
ჯერ-ჯერობით არ იკვეთება-ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტის მოადგილე
ვლადიმერ ბორცვაძემ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამართულ
ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ჯერ-ჯერობით სისხლის სამართლებრივი დევნა
დაწყებული არ არის და იმ შემთხვევაში, თუ შეიკრიბება სათანადო
მტკიცებულებები კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის კუთხით, შინაგან საქმეთა
სამინისტროს რეაქცია იქნება მყისიერი.
“ჯერ-ჯერობით სისხლის სამართლებრივი დევნა ამ საქმესთან დაკავშირებით
დაწყებული არ არის. როგორც გითხარით, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო
მოქმედებები. იმ შემთხვევაში, თუ სისხლის სამართლის საქმეში შეიკრიბება
სათანადო მტკიცებულებები კონკრეტულ პირთა პირთა პასუხისმგებლობის კუთხით,
რა თქმა უნდა, ჩვენი რეაქცია იქნება მყისიერი. „ამ ეტაპზე შემიძლია
გითხრათ, რომ ჯერ-ჯერობით არ იკვეთება გიორგი შაქარაშვილის მხრიდან
კონფლიქტში მონაწილეობის ფაქტი“- განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, რა არის გიორგი შაქარაშვილის
გარდაცვალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა დაადგენს.
„სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა მიმდინარეობს, ექსპერტები მუშაობენ.
ჯერ-ჯერობით დასკვნა ჩვენ არ გვაქვს და უნდა დაველოდოთ ექპერტიზის
დასკვნას, რომელიც გასცემს კითხვებს პასუხს, თუ რა არის გიორგი
შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი“- განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

banner
წინა სტატიაშიბოკერია: მესამე მოსმენამდე გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს, რაც ქვეყანაში ნორმალურ ვითარებას შექმნის
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე – ზესტაფონში ბიძინა ივანიშვილი და მისი მაფიოზური კლანია გამაგრებული, რასაც ოქტომბერში დავასრულებთ