ვლადიმერ ბედუკაძე მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილებას, მისთვის დაცვის მოხსნის თაობაზე, “პატარა კაცუნების” მოქმედებას უწოდებს

ვლადიმერ ბედუკაძე ახალაიას: აი, ესაა თქვენი რეჟიმის რეალური სახე

ბედუკაძე დაცვის, მისი პარტია კი არჩევნების გარეშე დარჩა. პროკურატურამ ციხის სკანდალური კადრების ავტორს სახელმწიფო დაცვა მოუხსნა. ცესკო-მ კი ბედუკაძის პარტია რეგისტრაციიდან მოხსნა.

ირაკლი შოთაძის და თამარ ჟვანიას უწყებების გადაწყვეტილებაზე პირველი სატელევიზიო კომენტარი უკვე გაკეთდა.

ვლადიმერ ბედუკაძე მომხდარს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უწოდებს და პასუხისმგებლობას მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს აკისრებს.

„ნებისმიერი განხორციელებული ქმედება ჩემს წინააღმდეგ ეს იქნება მთავარი პროკურორის მიერ სანქცირებული და მის კისერზე იქნება ეს. საფრთხე არსებობს იმ კოჰაბიტირებული ნაზავისგან – პოლიტიკური და თუნდაც არაპოლიტიკური, რომელიც ქვეყანაში არსებობს. მუქარები არის და პროკურატურას აქვს ამის შესახებ ინფორმაცია, თუმცა მიუხედავად ამისა იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და პატარა კაცუნების დონეზე დადიან ეს ადამიანები,“ – აცხადებს ვლადიმერ ბედუკაძე.

banner
წინა სტატიაში,,იმაზე, რაც „ცენტრისტებთან“ დაკავშირებით მოხდა, პასუხისმგებლობა ცესკოს ეკისრება”
შემდეგი სტატიაგოგა ხაინდრავა: ლევან ბერძენიშვილმა პოლიტიკურ მოღვაწეობას თავი უნდა დაანებოს და პენსიაზე გავიდეს