ვლადიკავკაზში, პიროტექნიკის საწყობში მომხდარი აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა. დაშავებულებს შორის ორი ბავშვია. ინფორმაციას Interfax.ru რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
„ვლადიკავკაზში დაღუპულთა რიცხვი ორამდე გაიზარდა. ნანგრევებიდან კიდევ ერთი მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს“, – განაცხადა პრესსამსახურმა.
აფეთქება 10 აპრილს, შუადღისას მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, შენობაში პიროტექნიკა იყო.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები და სამედიცინო დახმარებას იღებენ.















