ვხედავთ, სუს-ს, როგორც პოლიტიკურ იარაღს “ქართული ოცნების” ხელში, რომელიც აქტიურად გამოიყენება წინასაარჩევნო პერიოდში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს ოპოზიციაში ეხმაურებიან. “ევროპულ საქართველოში” სუს-ის უმოქმედობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ქვეყანაში კონტრდაზვერვითი სამსახურების არსებობა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში არ იგრძნობა.

ირაკლი აბესაძის თქმით, ცხადი მხოლოდ ის არის, რომ უსაფრთხოების სამსახური “ქართული ოცნების” ხელში ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღს წარმოადგენს.

„სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ ეფექტურ და პრინციპულ ნაბიჯებს, რომლებიც ამ საფრთხეებს მინიმუმამდე დაიყვანდა. ოთხოზორიას, ტატუნაშვილის, ბაშარულის მკვლელობის შემდგომ ჩვენ წელს ფაქტობრივად ვნახეთ, კვარაცხელიას მკვლელობა. ჩვენ ვერ ვხედავთ კონტრდაზვერვით ღონისძიებებს, ხელისუფლების მხრიდან გამოვლენილ აგენტებს, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს, რომლებიც სუს-ის ანგარიში მიხედვით, მოქმედებენ ჩვენს სტრატეგიულ მიზანზე ქვეყნის შიგნით გააღვივონ ანტიდასავლური განწყობები და გაგვიუარესონ ურთიერთობები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ჩვენ ვერ ვხედავთ ხელისუფლების ეფექტურ მუშაობას კორუფციის წინააღმდეგ და პირიქით, ვხედავთ კორუფციას, როგორც დამკვიდრებულ მმართველობის სტილს. ამ ყველაფრის პარალელურად, ჩვენ ვხედავთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, როგორც პოლიტიკურ იარაღს “ქართული ოცნების” ხელში, რომელიც მათ შორის აქტიურად გამოიყენება წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან. სუს-ის ძირითადად პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება არის სწორედ იმის საფუძველი რომ წლიდან წლამდე საფრთხეების იზრდება,”-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

banner
წინა სტატიაშისუს-ის ანგარიში მაღალპროფესიულ დონეზეა მომზადებული
შემდეგი სტატიაჩვენს ოპოზიციას უსაფუძვლო შეფასებები ახასიათებს და ეს სამწუხაროა