“ვხედავთ, რომ საქართველოს შეუძლია დაეყრდნოს პარტნიორების მხარდაჭერას”-სალომე ზურაბიშვილი სტოლტენბერგის განცხადებაზე

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებას, რომ ნატო რუსეთს საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან საკუთარი სამხედრო ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს, საქართველოს პრეზიდენტი Twitter-ზე ეხმაურება:

“დღეს მნიშვნელოვანი განცხადება მოვისმინეთ იენს სტოლტენბერგისგან. ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ვხედავთ, რომ საქართველოს შეუძლია დაეყრდნოს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”, – წერს ზურაბიშვილი.

banner
წინა სტატიაშიბორელი: რუსეთი არღვევს ფუნდამენტურ პრინციპებს უკრაინაში, ისევე როგორც ეს გააკეთა საქართველოში
შემდეგი სტატიახვალ, 13 იანვარს ლორდთა პალატაში მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის შესახებ იმსჯელებენ