“ვხედავთ, რომ მმართველი პარტია რუსეთისკენ მიიწევს… თუ ისინი არ შეცვლიან კურსს, საქართველო ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში”-რეინოლდ ლოპატკა

“ვხედავთ, რომ მმართველი პარტია რუსეთისკენ მიიწევს… თუ ისინი არ შეცვლიან კურსს, საქართველო ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რეინოლდ ლოპატკამ ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ძვირფასო კოლეგებო, სამწუხაროდ ვერ ვილაპარაკებთ საქართველოში სამართლიან არჩევნებზე და გეტყვით რატომ. იყო ზეწოლა უფრო მეტად არჩევნებამდე, ვიდრე არჩევნების დღეს. ევროპარლამენტიდან დამკვირვებლებმა დააფიქსირეს საკუთარ მოხსენებაში, რომ არჩევნები ჩატარდა პოლარიზაციის პირობებში და ბოლო დროს მიღებული კანონმდებლობები გავლენას ახდენს სამოქალაქო საზოგადოებაზე. ჩვენ მკაფიოდ ვხედავთ, რომ საქართველოს მმართველი პარტია მიუთითებს ევროპაზე, მაგრამ თვითონ მიიწევს რუსეთისკენ. თუ ისინი არ შეცვლიან თავიანთ კურსს, საქართველო ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში”, – განაცხადა რეინოლდ ლოპატკამ.

banner
წინა სტატიაში“საქართველოში დემოკრატიული ღირებულებები დაკარგულია… ჩვენ ისევ უნდა დავაწესოთ სავიზო რეჟიმი”-ჟური რატასი
შემდეგი სტატია“ქართული ოცნება” ამბობს, რომ ევროპული ძალაა, მაგრამ ის რუსეთის მეთოდებს იმეორებს… ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ქართველ ხალხს” -დავორ ივო სტიერი