ვხედავთ “ოცნების” ორკესტრირებულ შეტევას, რაც საგანგაშოა… უნდა დავფიქრდეთ, რა ჩიხში მიჰყავს ხელისუფლებას ჩვენი ევროპული არჩევანი – ხოშტარია

“ვხედავთ “ოცნების” ორკესტრირებულ შეტევას, რაც საგანგაშოა… უნდა დავფიქრდეთ, რა ჩიხში მიჰყავს ხელისუფლებას ჩვენი ევროპული არჩევანი” – ამის შესახებ “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

მინდა გამოვეხმაურო საგანგეშო ანტიევროპულ კამპანიას რომელმაც ახალი ძალა შეიძინა ბოლო პერიოდში , როდესაც ჩვვენ ველოდებით ევროკავშირიდან გადაწყვეტილებას კიტხვარის გაგზავნის შემდეგ. გადაწყვეტილებას, რომელიც არის ისტორიული, გადაწყვეტილებას, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის სრული უმრავლესობის სურვილი და რომლის შემოტრიალების უფლებაც არ აქვს არავის, რა პოზიციაზეც არ უნდა იყოს. ნიკა გვარამიას, ანუ მედიის მფლობელის დაკავება სწორედ რამდენიმე კვირით ადრე კითხვარზე პასუხის მიღებამდე.

გუშინ ჩვენ მოვისმინეტ ორკესტრირებული თავდასხმა ძალიან გავლენიან, ავტორიტეტულ, სუფთა რეპუტაციის მქონე ევროპარლამენტარებზე. კერძოდ, ეს იყო არა შემთხვევითი კომენტარი არამედ თეა წულუკიანის ოცნების სხვა წევრების და შემდეგ დაგვირგვინებული ირაკლი კობახიძის დაგვირგვინებული ვრცელი კომენტარებით, – ამბობს ხოშტარია.

banner
წინა სტატიაშისერიოზულად მოეკიდეთ კრიტიკას, რომელიც მეგობრებისგან მოდის – კალიურანდი “ოცნებას”
შემდეგი სტატიარუსეთზე უცხოური სახელმწიფო სტრუქტურების მიერ კიბერშეტევების რიცხვი გაიზარდა – პუტინი