“ვხედავთ იმ პროგრესს, რომელიც მიღწეულია გაწეული სამუშაოსა და მაღალი პოლიტიკური ნების პირობებში”

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით პროგნოზს ვერ გააკეთებს, თუმცა იმედოვნებს, რომ დადებითი შედეგი იქნება.
როგორც მოგერინიმ დღეს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, წლის ბოლოს ევროკომისია მოამზადებს ანგარიშს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით.
“გადადგმული ნაბიჯები რეალურად პოზიტიურია. ჩვენ ვერ გავაკეთებთ პროგნოზს, თუ რა შედეგი იქნება, მაგრამ ჩვენ აბსოლუტურად ვხედავთ იმ პროგრესს, რომელიც მიღწეულია გაწეული სამუშაოსა და მაღალი პოლიტიკური ნების პირობებში. დარწმუნებული ვარ, მთელი თქვენი ქვეყანა შეკრულია ამ საკითხთან დაკავშირებით”, – განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ და იმედი გამოთქვა, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ევროკომისიის ანგარიში დადებითი იქნება.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით ნახევარი მილიარდი ევროს ღირებულების პროექტი ხორციელდება
შემდეგი სტატია“საქართველოს ბანკიდან“ თანხის გატაცების ფაქტი გახსნილია – შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო განცხადება