„ვხედავ დამაფიქრებელ სურათს, როდესაც კორუფციის ზრდაზე ბიზნესმენების მხრიდან ყოველ კვირას ახალი განცხადება არის“ – ანა დოლიძე

შავი ფულით „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის შესაძლო დაფინანსება – რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ მორიგ აუდიოჩანაწერს იუსტიციის უმაღლესი სანჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ეხმაურება და აცხადებს, რომ შესაძო კორუფციასთან დაკავშრებით არსებულ კითხვებს პასუხები ხელისუფლებამ უნდა გასცეს.

„მე ვხედავ საკმაოდ დამაფიქრებელ სურათს, როდესაც კორუფციის ზრდის შესახებ ბიზნესმენების მხრიდან ყოველ კვირას ახალი განცხადება არის, არა მარტო „იბერიასა“ და „ომეგას“ საქმე, არამედ გუშინ მოვისმინე ესტონელი ბიზნესმენის განცხადება, რომ საქართველოში კორუფცია იზრდება და კორუფციის რისკები მაღალია. ეს განცხადებები არის სრულიად დამაზიანებელი ჩვენნაირი ახალგაზრდა სახელმწიფოსთვის, რომელიც ნელ-ნელა ემშვიდობებოდა კორუფციულ წარსულს. ისინი ხელს შეუშლის ინვესტიციების მოზიდვას, ამ განცხადებების ცენტრში არის სასამართლო ხელისუფლება, სადაც წესით უნდა ირჩეოდეს მსგავსი დავები, მაგრამ, სამწუხაროდ, ბიზნესმენების ნდობა სასამართლოს მიმართ დაბალია,“- განაცხადა ანა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაში„ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაუდო-ს კომისია ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე იმსჯელებს