ვიზიარებთ საქართველოში დაწყებულ საპროტესტო ტალღას | Fulbright-ის სტიპენდიატები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სასტიპენდიო პროგრამის (Fulbright) მონაწილეები ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან და გმობენ იმ გადაწყვეტილებებს, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროატლანტიკურ კურსს, ასევე, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს.

“აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სასტიპენდიო პროგრამის, „ფულბრაიტის უცხოელ სტუდენტთა პროგრამის”, მონაწილეები ვიზიარებთ საქართველოში დაწყებულ საპროტესტო ტალღას და ხაზგასმით ვგმობთ იმ გადაწყვეტილებებს, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროატლანტიკურ კურსს, ასევე, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს.

პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ, უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და ქართველი ხალხის ურყევ ნებას – გახდეს ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი წევრი.

ამავდროულად, კატეგორიულად ვგმობთ პროტესტის მონაწილეთა მიმართ არალეგიტიმური და სასტიკი ძალის გამოყენებას. მხარს ვუჭერთ საქართველოს ქალაქებსა და საზღვარგარეთ მიმდინარე სამართლიან, მშვიდობიან პროტესტს და ამ პროტესტში მონაწილე ადამიანებს, მათ შორის, გაფიცულ სტუდენტებსა და იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც იბრძვიან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის დასაცავად.

დღეს, საქართველო რთულ გზაგასაყარზე იმყოფება, სადაც დემოკრატიული ღირებულებების შენარჩუნება და ევროპული მომავლისთვის ბრძოლა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, ხოლო დასავლური სამყაროსგან იზოლირება ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს და სახელმწიფოს სტრატეგიული პარტნიორების გარეშე ტოვებს.

მიგვაჩნია, რომ ჩვენი, როგორც საქართველოს მოქალაქეების, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისა და სტუდენტების, მოვალეობაა, მხარი დავუჭიროთ ქვეყნის განვითარებას იმ ცოდნითა და გამოცდილებით, რომელსაც ვიღებთ საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში. გამოვხატავთ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესისადმი, რამეთუ გვწამს, რომ საქართველოს მომავალი დაკავშირებულია ევროპულ ოჯახთან, რომლის ფუნდამენტიც თავისუფლება, კეთილდღეობა და მშვიდობაა.

ვთხოვთ საქართველოს ყველა სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოს, დროულად მიიღონ ის საჭირო დიპლომატიური, პოლიტიკური და სამართლებრივი ზომები, რაც მხარს დაუჭერს ქართველ ხალხს კონსტიტუციური უფლებებისთვის სამართლიან ბრძოლაში,” – წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

ლადო ჯავახიშვილი, ნიუ იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა, 2024-2025 წელი
ნაია ბეგაშვილი, ჯორჯიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის და მონაცემთა ანალიტიკის სამაგისტრო პროგრამა, 2024-2026 წელი
იაკობ დადვანი, ტეხასის A&M უნივერსიტეტის ჯორჯ ბუშის მმართველობისა და საჯარო სამსახურის სკოლის ეროვნული უსაფრთხოებისა და დიპლომატიის სამაგისტრო პროგრამა, 2024-2026 წელი
გვანცა დოლბაია, ნოტრ დამის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა, 2024-2025 წელი
მერი ქადაგიძე, ვაშინგტონის უნივერსიტეტის განათლების პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა, 2024-2026 წელი
სალომე ცეცხლაძე, სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა, 2024-2026 წელი 7
თეკლა გაგოშიძე, მიდლბერის საერთაშორისო ინსტიტუტის საერთაშორისო განვითარების სამაგისტრო პროგრამა, 2024-2026 წელი
სალომე აფხაზიშვილი, სამხრეთ ინდიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამა, 2018-2020 წელი
ნათია მეზვრიშვილი, ცინცინატის სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამა, 2016-2017 წელი
დემეტრე შანშიაშვილი, რანსელიერის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ტექნოლოგიების კომერციალიზაციისა და მეწარმეობის სამაგისტრო პროგრამა, 2019-2020 წელი
ნიკოლოზ გაჩეჩილაძე, მინესოტას უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, 2023-2025 წელი
მარიამ ჟორჟოლიანი, კლარკის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, 2023-2025 წელი
ნოდარ კვაჭანტირაძე, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მშენებლობის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა, 2023-2025 წელი
ნათიკა ქანთარია, მინესოტას უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა სამაგისტრო პროგრამა, 2022-2024 წელი
მარიამ მალიძე, ვანდერბილტის უნივერსიტეტის ფინანსების სამაგისტრო პროგრამა, 2023-2024 წელი
მარიამ ლაცაბიძე, მინესოტას უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა, 2022-2024 წელი
ლუკა ლაზიშვილი, ნებრასკა-ლინკოლნის უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროგრამა, 2024-2026 წელი
ელიზბარ ხვიჩია, ტეხასის A&M, ჯორჯ ბუშის მმართველობისა და საჯარო სამსახურის სკოლის, საჯარო მართვის სამაგისტრო პროგრამა, 2023 – 2025 წელი
მარიამ პირველი, პიტსბურგის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის პროგრამა, 2023-2024 წელი
ანა არგანაშვილი, ტეხასის უნივერსიტეტის, ადამიანის უფლებების პროგრამა, 2019-2020 წელი
ნათია ჯავახიშვილი, ორეგონის უნივერსიტეტი, 2023-2028 წელი
ანა მაზმიშვილი, ტეხასის A&M უნივერსიტეტის ჯორჯ ბუშის მმართველობისა და საჯარო სამსახურის სკოლის, საჯარო მართვის სამაგისტრო პროგრამა, 2019-2021 წელი
ალექსანდრე ხარატიშვილი, ნიუ-ორლეანის ლოილას უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა, 2024-2025 წელი
მარიამ გამდლიშვილი, სამხრეთ ინდიანას უნივერსიტეტი, კომუნიკაციების სამაგისტრო პროგრამა, 2019-2021 წელი
ანიტა თვაური, სამხრეთ ილინოისის უნივერსიტეტი (SIU), მედიის კვლევებისა და თეორიის სამაგისტრო პროგრამა, 2014-2016 წელი
სალომე სულაბერიძე, ოჰაიოს უნივერსიტეტი,(OU) კინო რეჟისურა, 2023-2026 წელი
ეთერი გვრიტიშვილი, კოლორადოს უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების სამაგისტრო პროგრამა, 2019-2020 წელი
არჩილ ბერიძე, სან ხოსეს სახელმწიფო უნივერსიტეტი, კომპიუტერული ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამა, 2021-2023 წელი
თეა ნათელაური, ტულეინის მედიცინის სკოლა, სამედიცინო გენეტიკის და დიაგნოსტიკური გენომიკის სამაგისტრო პროგრამა, 2022-2023 წელი
მარიამ კახიძე – მინესოტას უნივერსიტეტის ჰუბერტ ჰამფრის სკოლის საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა 2024-2026 წელი
სოფიკო ბერიაშვილი, მერილენდის უნივერსიტეტი, საერთაშორისო განათლების პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა, 2021-2023 წელი
თათული ოქრიაშვილი, ვილამეტის უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი, 2018-2020 წელი
გულიკო მაჭარაშვილი, UConn (University of Connecticut), ადამიანის უფლებების და სოციალური სამართლიანობის სამაგისტრო პროგრამა, 2023-2024 წელი
ირინა მაჭავარიანი, მიზურის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლა, 2021-2022 წელი
ელენა დარჯანია, აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტის ურბანული დიზაინის სამაგისტრო პროგრამა, 2015-2016 წელი
მარიამ ჩაჩავა, ვაშინგტონის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა, 2021-2023 წელი
მარიამ ცისკარაშვილი, ტულეინის უნივერსიტეტი, ფინანსების სამაგისტრო პროგრამა, 2020-2021 წელი
ქეთევან მაისურაძე, ბოსტონ კოლეჯის ფინანსების სამაგისტრო პროგრამა, 2015-2016 წელი
ბექა კირტავა, კოლუმბია კოლეჯ ჩიკაგო, კინო და ტელე პროდიუსინგის სამაგისტრო პროგრამა, 2020-2022 წელი
ანა ჩხეიძე, ვაშინგტონის უნივერსიტეტი, საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა, 2017-2019 წელი
სალომე ბახსოლიანი, ლოიოლას უნივერსიტეტი ნიუ ორლეანში, სამართლის სამაგისტრო პროგრამა, 2022-2023 წელი
ნიუ-ორლეანის ლოილას უნივერსიტეტის სამა რთლის სამაგისტრო პროგრამა, 2022-2023 წელი
ალექსანდრე ხუნჯუა, ტეხასის A&M უნივერსიტეტის, ჯორჯ ბუშის მმართველობისა და საჯარო სამსახურის სკოლა, 2018-2020 წელი
ნინო მათეშვილი, ჩრდილოეთ აიოვას უნივერსიტეტის გეოგრაფიის სამაგისტრო პროგრამა (კონცენტრაცია დემოგრაფიასა და GIS-ში) 2020-2022 წელი
გუგა ბურდული, Temple University, გამოთვლითი მონაცემთა მეცნიერების სამაგისტრო პროგრამა, 2020-2022 წელი
ალექსანდრე ონიანი, Bentley University, ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, 2021-2023 წელი
არკადი აკოფიანი, Iowa State University, ელექტროინჟინერიის, კერძოდ მიკროელექტრინჟინერიისა და ნახევარგამტარების სამაგისტრო პროგრამა 2020-2022 წელი
ქეთევან ხვედელიძე, როჩესტერის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (RIT), ფინანსების სამაგისტრო პროგრამა, 2015-2016 წელი
ქეთევან ჩადუნელი, ნიუ იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლიტიკის მეცნიერების სამაგისტრო პროგრამა. 2019-2020 წელი
მარიამ ბეგიაშვილი, ბრენდაის უნივერსიტეტი, საერთაშორისო მდგრადი განვითარების სამაგისტრო პროგრამა, 2015-2017 წელი
პოლიტიკა

banner
წინა სტატიაშინაირა გელაშვილის წერილი ივანიშვილს: “განა ეს საქართველოს ხალხისადმი თქვენი ქვეცნობიერი სიძულვილის გამოხატულება არ არის… ჩვენი ახალგაზრდების ჯალათად იქეცით…”
შემდეგი სტატიაზუგდიდში პროევროპული აქცია მიმდინარეობს -ადგილზე პედაგოგებიც არიან გამოსულები