,,ვიზიარებთ მათ ტრაგედიას, მაგრამ ეს არც ერთ მოქალაქეს და მის მხარდამჭერებს არ აძლევს იმის უფლებას რომ პოლიციას გაუწიონ წინააღმდეგობა”

,,ჩვენ ვუთანაგრძნობთ სრულად არასრულწლოვნების მამებს და ვიზიარებთ მათ ტრაგედიას, მაგრამ ეს არც ერთ მოქალაქეს და მის მხარდამჭერებს არ აძლევს იმის უფლებას რომ პოლიციას გაუწიონ წინააღმდეგობა და მიაყენონ შეურაცხყოფა, შესაბამისად ჩვენი მხრიდან იქნება ადეკვატური ზომები მიღებული როგორც იყო გუშინ.’’- ეს განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეიმურაზ კუპატაძემ გააკეთა.
მისივე თქმით, გუშინ საღამოს მიმდინარე აქციაზე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი დაუმორჩილებლობისთვის სამი პირი დააკავეს. ,,აქედან ერთ-ერთმა პირმა ჩაამსხვრია პოლიციის ავტომანქანის კარის უკანა მინა და შესაბამისად დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება, ასევე ისინი დაკავებული იქნენ ადმინისტრაციული წესით 166-ე , 173-ე მუხლების საფუძველზე . აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს ქმედებები ჩვენი მხრიდან გაგრძელდება იმ პირებზე, რომლებიც აქციაზე მიმდინარე პროცესების დროს სამართალდარღვევებს ჩაიდენენ. ‘’- განაცხადა კუპატაძემ.

banner
წინა სტატიაშისაპრეზიდენტო არჩევნები ერთგვარი პრელუდიაა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის
შემდეგი სტატია,,თვალავაძე ჩაფიძის გულის ცენტრში რჩება, მისი გადაადგილება გამორიცხულია”