“ვიზების გამარტივების გადაწყვეტილება რუსეთმა ივნისში, ჩემი ვიზიტის დროს მიიღო”

ქართული ანდაზაა,

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებით, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ნინო ბურჯანაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებას მისთვის რომ მოესმინა, მისი რუსეთში ვიზიტის შემდეგ, დღეს შესაძლოა უვიზო რეჟიმი საერთოდ გაუქმებული ყოფილიყო.

„თუმცა ხელისუფლებამ იმის შიშით, რომ პრორუსულობა არ დაგვბრალდესო, ვერ გაბედა ჩემთან შეხვედრა. ხშირად დასმულა კითხვა ჩემი მისამართით, რა მიზნით დავდივარ მე რუსეთში, როგორც ხედავთ, ერთ-ერთი შედეგი ნამდვილად არის სავიზო რეჟიმის გამარტივება, ბაზრის გაფართოება და ასევე სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა თუნდაც ადამიანთა გატაცების, დაკარგვის ფაქტები ე.წ სასაზღვრო ზოლთან. ეს საკითხებიც მოგვარებული იქნებოდა, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით ინტენსიურ მოლაპრაკებებს ვერ ბედავს. აღნიშნილი ფაქტი, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა რუსეთის მხრიდან და მოხარული ვარ, რომ ის განცხადება, რომელიც ჩემთან შეხვედრების შემდეგ გაკეთდა და მზაობა რომელიც დაფიქსირდა, რეალიზებულია“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.

როგორც ბურჯანაძემ განაცხადა, მან რუსეთში ვიზიტის შემდეგ ჩამოიტანა მნიშვნელოვანი თემები, თუმცა აღნიშნული განცხადების მიმართ, ხელისუფლებას ინტერესი არ გამოუხატავს.

„ეს გადაწყვეტილება რუსეთმა მიიღო არა ახლა, ევროპასთან ვიზალიბერალიზაციის შემსუბუქებასთან დაკავშირებით, არამედ ივნისში, ყოველგვარი წინაპირობების და ვალდებულებების გარეშე. ერთადერთი რაც შემიძლია მოვუწონო ამ ხელისუფლებას, არის ის რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, არ ანადგურებს და აფუჭებს იმას, რისი მიღწევაც შესაძლებელია, თუნდაც ოპოზიციური ლიდერის ხელით“, – განაცხადა “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა.

მისი თქმით, მოლაპარაკების შემთხვევაში, შესაძლოა, კიდევ ბევრი პოზიტიური გადაწყვეტილება იქნას მიღწეული.

„მე ჩემი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ დარეგულირდეს კიდევ სხვა ბევრი საკითხი, თუმცა, ცხადია, ხელისუფლების ჩანაცვლებას, ვიდრე ამას მოსახლეობა არ გადაწყვეტს, ვერ შევძლებ და შესაბამისად ფართომასშტაბიანი მოლაპარაკება ჯერ კიდევ ვერ დაიწყება“, – აღნიშნა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა.

banner
წინა სტატიაში“მთავრობა ჩვეულ რიტმში მუშაობს,” – მინისტრი დავით ბაქრაძე
შემდეგი სტატია„მატყუარა ელისაშვილის ფსიქიური მდგომარეობა უნდა შემოწმდეს“