„ვიზეარი“ ქუთაისიდან დიდი ბრიტანეთის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისის შესრულებას იწყებს

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი, ქუთაისსა და ლონდონს (ლუტონი) შორის პირდაპირ ავიამიმოსვლას იწყებს.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ავიარეისების ოპერირება 18 ივნისიდან დაიწყება, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ხუთშაბათს და კვირას.

ყველა ავიარეისი 180-ადგილიანი „აირბას A320“ და 230 ადგილიანი „აირბას A321“ ტიპის საჰაერო ხომალდებით სრულდება. მგზავრებს უკვე შეუძლიათ ავიაბილეთების შეძენა ავიაკომპანიის საიტზე www.wizzair.com მხოლოდ 105.99* ლარი/£ 34.99*-დან.

დაბალბიუჯეტური ავიარეისი საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ტურისტული, სავაჭრო და საქმიანი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

„რეგიონის მიმართ ჩვენი ინტერესის გათვალისწინებით, კვლავაც გავაგრძელებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან და სამომავლოდ ქართველ მგზავრებს, მათი მოთხოვნების გათვალისწინებით, კიდევ უფრო მეტ საინტერესო შესაძლებლობას შევთავაზებთ“, – განაცხადა „ვიზეარის“ კომუნიკაციების მენეჯერმა სორინა რაციმ.

ავიაკომპანია „ვიზეარი“ავიამიმართულებების ქსელს გამუდმებით აფართოვებს და ქართველ მომხმარებლებს, ევროპის ცხრა ქვეყანაში უკვე 12 დაბალბიუჯეტიან ავიამიმართულებას სთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს „ვიზეარი“ საქართველოში 168 000 მგზავრს მოემსახურა და ყოველწლიური 35%-იანი ზრდა დააფიქსირა, რითაც ხელი შეუწყო ადგილობრივ საავიაციო და ტურისტულ სფეროებში დასაქმებას, ასევე, ადგილობრივ ბაზარზე დამატებით 126 სამუშაო ადგილის შექმნას.

banner
წინა სტატიაშიდაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი პატიმრები განათლების მიღების უფლებით ისარგებლებენ
შემდეგი სტატიაკახიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძეზე: თუ საჭიროდ ჩათვლის, რომ ის ინფორმაცია გაახმოვანოს, რაც ჩემი მხრიდან არ შეიძლება გავრცელდეს, გაახმოვანებს