ვიზალიერალიზაციის დასკვნის გამოქვეყნება რამდენიმე დღით გადაიდო

ბელგიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ნატალია საბანაძის ინფორმაციით, მას ოფიციალურად დაუდასტურეს, რომ 15 დეკემბერს ევროკომისიის დასკვნა არ გამოქვეყნდება.

როგორც საბანაძემ ტელეკომპანია “იმედს” განუცხადა, მას ასევე ოფიციალურად შეატყობინეს, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნების გადადება საქართველოს არ უკავშირდება.

“შემატყობინეს ოფიციალურად, რომ რამდენიმე დღით გადაიდო, მაგრამ ასევე შემიძლია ვთქვა და ესეც
ოფიციალურად მითხრეს, რომ ეს გადადება საქართველოსთან არაფერ კავშირში არ არის. ჩვენი ანგარიში, როგორც ვიცი, იქნება საბოლოოდ პოზიტიური”, – განაცხადა საბანაძემ.

შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნა უნდა გამოქვეყნებულიყო.

ასევე ცნობილი ხდება რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა, ხვალ დაგეგმილი პრესკონფერენცია, რომელიც ვიზალიბერალიზაციის თემაზე და ევროკომისიის დასკვნაზე უნდა ჩატარებულიყო, გადაიდო.

banner
წინა სტატიაშიხელოვნური ინტელექტის შესაქმნელად მილიარდი დოლარი გამოიყო
შემდეგი სტატიამცირეწლოვანმა ბურბუშელაში საჩუქრის სახით მოთავსებული პიროტექნიკა შეჭამა