„ვიზალიბერალიზაციაზე გადაწყვეტილებას იღებს ევროპული საბჭო და ევროპარლამენტი”

საქართველოსთვის უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობის მინიჭებაზე განცხადება გააკეთა ევროპარლამენტის დეპუტატმა.

მონიკა მაკოვეის თქმით, საბჭოს შეხვედრა ივნისში იქნება და სწორედ ამის შემდეგ იქნება მიღებული რეზოლუცია.

„ვიზალიბერალიზაციაზე გადაწყვეტილებას იღებს ევროპული საბჭო და ევროპარლამენტი. საბჭოს შეხვედრა ივნისში იქნება და რეზოლუციასც ამის შემდეგ იქნება მიღებული. ვენ რეკომენდაციას ვაძლევთ საბჭოს, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის რაც შეიძლება მალე იყოს უვიზო მიმოსვლა,“ – განაცხადა მონიკა მაკოვეიმ.

ამავე თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა.

მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ ყველა განცხადებას ამ პროცესში თავის ადგილი აქვს.

banner
წინა სტატიაშისკოლებში სასწავლო წლის დაწყების თარიღად 15 სექტემბერი განისაზღვრა
შემდეგი სტატიაფეიქრების ქუჩაზე საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია