“ვიზალიბერალიზაციაზე დადებითი დასკვნა ქართველი ხალხისა და საქართველოს ეკლესიის ზეიმია”

ილია მეორე - არ არის საჭირო, ადამიანმა დაწვრილებით უამბოს მოძღვარს, რა სცოდა და ვისთან

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე იმედოვნებს, რომ ევროპა არა მარტო ბევრ სიკეთეს მოგვიტანს, არამედ ის ჩვენს კულტურას დაიცავს.

როგორც პატრიარქმა პრემიერ-მინისტრთან და საქართველოში ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე ბრძანა, საქართველომ ევროპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

უწმინდესმა აქვე აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული დადებითი დასკვნა, ქართველი ხალხის დიდი მიღწევაა, რასაც მოსახლეობასთან ერთად, საქართველოს ეკლესიაც ზეიმობს.

“დღეს ჩვენ მოგიწვიეთ, რომ ვიზეიმოთ ის მოვლენა, რაც გუშინ მოხდა – ევროკომისიამ მიიღო დადგენილება, რომ საქართველომ ევროპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. მინდა მოგახსენოთ, ეს არის დიდი მიღწევა, ზეიმი ქართველი ხალხისა და საქართველოს ეკლესიისა. უნდა ითქვას, რომ დიდი ხანია საქართველოს ჰქონდა და აქვს სურვილი, იყოს ევროპის სტრუქტურების წევრი. მინდა ვთქვა, რომ გაწევრიანება და უფრო მჭიდრო კავშირი ბევრ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ჩვენ ვფიქრობთ არამარტო იმაზე, რას მოგვიტანს ევროპა, ჩვენ ვფიქრობთ იმის შესახებ, ჩვენ რას მივიტანთ ევროპაში. უნდა ითქვას, რომ საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროპა არამარტო ბევრ სიკეთეს მოგვიტანს, არამედ დაიცავს ჩვენს კულტურას”,- ბრძანა უწმინდესმა.

შეხვედრაზე ილია მეორემ მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილსა და იანოშ ჰერმანს ამ საქმეში განსაკუთრებული წვლილისთვის. უწმინდესმა ევროკავშირის ელჩს წმინდა ნინოს ჯვარი აჩუქა.

banner
წინა სტატიაშითბილისის მთავარი ნაძვის ხე განათდა
შემდეგი სტატიასაქართველოს უმეტეს რეგიონში ყინვაა მოსალოდნელი