ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ ანგარიშზე იანოშ ჰერმანის პრესკონფერენცია გადაიდო

,,სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის” საქართველოს მიერ შესრულების შესახებ ანგარიშთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის პრესკონფერენცია ისევ გადაიდო.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცეკევს.
“სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის” საქართველოს მიერ შესრულების შესახებ მიმდინარე ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით
14:30-ზე დაგეგმილი იანოშ ჰერმანის პრესკონფერენცია გაიმართება მოგვიანებით “თბილისში მარიოტში”. ზუსტ დროს დამატებით შეგატყობინებთ”, – აცხადებენ წარმომადგენლობაში.

banner
წინა სტატიაში,,მმართველი გუნდი ისეთ საარჩევნო ცვლილებებს იღებს, რასაც თავად ოპოზიციაში მხარს არასდროს დაუჭერდა”
შემდეგი სტატიაპარლამენტში გიგა ბუკია და კობა სუბელიანი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ