“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გია ბარამიძის განცხადებით რეჟიმი, კრიმინალი და ბიზნეს ელიტა შერწყმული და აზელილია ერთმანეთში.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაცია უნდა შეწყდეს “ქართული ოცნების” წევრებისა და მათი მხარდამჭერებისთვის, რომლებიც “საქართველოს ეკონომიკას სისხლს წოვენ”, მაგრამ უვიზო მიმოსვლა არ უნდა შეუწყდეთ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც “განსხვავებული აზრის გამო ერჩიან”.
ჩვენ ვთხოვდით ჩვენ მეგობრებს, რომ ქართველ ხალხს არ შეუჩერდეს ვიზალიბერალიზაცია და იყოს ძალიან მკაფიო გამიჯვნა. ერთ მხარეს არის მოსახლეობის მაქსიმუმ 1%-ზეც ნაკლები, ეს მოღალატეთა, კრიმინალთა, რუსული ბანდა, რომელიც 24 საათი ევროკავშირის ლანძღვა-გინებით არის დაკავებული და ქვეყნის შიგნით, თუკი რაიმე შეიძლება გააკეთონ ევროპული პრინციპების საწინაღმდეგო, იმას აკეთებს – ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით, პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების მიზნით და დიქტატურის დამყარების მიზნით.
ამიტომ, მათ დაუწესდებათ სავიზო სანქციები, ანუ აღარ ექნებათ ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობა, ვეღარ წავლენ მილანში, პარიზში საშოპინგოდ… ეს ეხება არა მარტო ამ ადამიანებს, დეპუტატებს, თუ მინისტრებს, არამედ ყველას, ვინც მათ გარშემოა, მათ შორის რამდენიმე ასეული ბიზნეს ელიტა, რომელზედაც დგას ეს “ქოცური” რეჟიმი და რომელიც კვებავს ამ “ქოცური” რეჟიმს და გადაჯაჭვულია, ეს ყველაფერი შერწყმულია – რეჟიმი, კრიმინალი და ბიზნეს ელიტა აზელილი არიან ერთმანეთში, ვისაც უჭირავს საქართველოს ეკონომიკა და წოვს სისხლს ეკონომიკას ბიუჯეტიდან…
და ამის ფონზე დანარჩენი საქართველო, 99%-ი რომელსაც პრობლემები აქ, რომელსაც ყოველდღიურად პურის ფულის შოვნის პრობლემები აქვს, რომელსაც პური უძვირდება, რომელსაც გადაადგილების, უსაფრთხოების პრობლემა აქვს, რომელსაც უკვე დაუდგა იმის პრობლემა, რომ განსხვავებული აზრის გამო ერჩიან. ბუნებრივია, ეს არ უნდა შეეხოს ქართველ ხალხს. მჯერა, რომ ასეც იქნება,” – თქვა გიორგი ბარამიძემ.

















