ვიზალიბერალიზაცია ხელს შეუწყობს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კოოპერირების გარღმავებას- გახარია

ევროპარლამენტი დღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილების შესახებ რეგულაციას უყრის კენჭს.ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე საუბრობენ მინისტრთა კაბინეტის წევრები. ზალიბერალიზაცია როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ:

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც არის როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვანი დამადასტურებელი ფაქტი. ყველას კარგად გვესმის, DCFTA-ის ფარგლებში ღრმა და ყოვლისმომცველი ეკონომიკური ურთიერთობები შეუძლებელია და ძალზე რთულია გადაადგილების თავისუფლებისა და მობილურობის გარეშე. შესაბამისად, ჩვენ ვთვლით, რომ ვიზალიბერალიზაცია როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად არის ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კოოპერირების გარღმავებას“, – განაცხადა გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა – ილია მეორე გერმანიაში მიემგზავრება
შემდეგი სტატიაბორჯღალოსნების ახალი კვართისა და რაგბის პირველი ონლაინმაღაზიის პრეზენტაცია გაიმართა