ვიზალიბერალიზაცია აუცილებლად უნდა შევთავაზოთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებლებს

ვიზალიბერალიზაცია აუცილებლად უნდა შევთავაზოთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებლებს- აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმიწფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი:

„ვიზალიბერალიზაცია – ეს მოსალოდნელი ძალიან ხელშესახები სარგებელი, რომელიც ტექნიკური პროცედურების დასრულების შემდგომ საქართველოს მოქალაქეებისთვის გახდება ხელისაწვდომი, აუცილებლად უნდა შევთავაზოთ ასევე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებლებს. რა თქმა უნდა, ეს უკავშირდება გარკვეულ პროცედურებს. ჩვენ გვაქვს ხედვა, გეგმები, რომ ეს მაქსიმალურად მოქნილი და ხელმისაწვდომი გახდეს მათთვის. ვფიქრობ, ეს იქნება მნიშვნელოვანი შეღავათი იმ პირობებში მცხოვრებელთათვის, რომლებსაც, ფაქტობრივად, უწევს გამკლავება მავთულხლართებთან, რადგან მავთულხლართები გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოსახლეობისთვის, არამედ უშუალოდ იმ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის. აუცილებად გვინდა შევთავაზოთ ვიზალიბერალიზაციიდან გამომდინარე სარგებელი, ანუ თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა და არა მხოლოდ – ასევე ძალიან ბევრი სარგებელი, რომელიც ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარეობს, უკავშირდება განათლებას, ჯანდაცვას, უკეთესი მომავლის პერსპექტივას. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტა 10-წლიანი ვადის გასვლისთანავე, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო
შემდეგი სტატიამამლებთან ნეიტრალური დამოკიდებულება მაქვს – ჯეჯელავა