,,ვივუსი” მოქალაქეებს ვალს არ ჩამოაწერს

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ე.წ. შავ სიაში მყოფ ონლაინსესხების კომპანია „ვივუსის“ კლიენტებს დავალიანების ჩამოწერა არ შეეხებათ.

როგორც მაჭავარიანმა დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, თავად კომპანიამ თქვა უარი ამ პროგრამაში მონაწილეობაზე.

„ეს იყო “ვივუსი”, რომელმაც ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო უარი განაცხადა ამ პროგრამაში მონაწილეობაზე. მათ კლიენტებს არ შეეხებათ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

დღეს საქართველოს პრემიერ–ინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა, რომლის თანახმად, 600 000–ზე მეტ მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული დავალიანება ჩამოეწერებათ. საუბარია ჯამში მილიარდნახევარი ლარის განულებაზე.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: ბანერები „არა ნაცებს, არა ბოროტებას“ კონკრეტული ადამიანების ინიციატივა იყო
შემდეგი სტატია„დღევანდელი დღეც იმის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ნატო მყარად მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციის პროცესს”