„ვივამედის“ უსაფრთხოების სამსახურის დაჭრილი თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

„ვივამედის“ უსაფრთხოების სამსახურის დაჭრილი თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა.

“ვივამედის” კლინიკური დირექტორის, პროფესორი ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

“დაჭრილი თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. უკვე მოხსნილია ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან, სუნთქვა არის თავისუფალი, დამოუკიდებელი, მაგრამ მისი მდგომარეობა მძიმეა და შეესაბამება გადატანილი ოპერაციის სიმძიმეს”, – განცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ცნობისთვის, კლინიკა „ვივამედიში“ გარდაცვლილი პაციენტის ნათესავები შეიჭრნენ და დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. როგორც კლინიკაში განმარტეს, გარდაცვლილი პაციენტის ნათესავებს სამედიცინო პერსონალის მიმართ პრეტენზია არ ჰქონდათ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს. პოლიციამ „ვივამედის“ უსაფრთხოების თანამშრომლის დაჭრის საქმეზე ორი პირი გუშინ დააკავა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი – ჩემი ხელმძღვანელობით დავამარცხეთ ნიკა გვარამია, ის ამას ვერ ინელებს
შემდეგი სტატიაწნორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა