„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი – მიხეილ სააკაშვილის პირობები პალატაში არ გაუარესებულა – აქამდე ოროთახიანი ლუქსში იყო, ახლა არის სამოთახიან ლუქსში

მიხეილ სააკაშვილის პირობები პალატაში არ არის გაუარესებული – აქამდე ოროთახიანი ლუქსში იყო, ახლა არის სამოთახიან ლუქსში, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე თქმით, კლინიკაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებების გამო გახდა საჭირო პალატის ცვლილება.

„კლინიკაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებებიდან გამომდინარე, ახალი დეპარტამენტი დაგვემატა და დაგვჭირდა ის სართული, სადაც პაციენტი, მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა. შესაბამისად, პალატა შეიცვალა. ბევრად გაუმჯობესებულ პირობებშია, არანაირად არ არის გაუარესებული, აქამდე ოროთახიანი ლუქსში იყო, ახლა არის სამოთახიან ლუქსში“,- აღნიშნა ჩხაიძემ.

ინფორმაციისთვის, „ვივამედის“ კლინიკაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პალატის ცვლილების შესახებ ინფორმაცია, დედამ, გიული ალსანიამ გაავრცელა. ის აღნიშნავდა, რომ „ახალ პირობებში ტელევიზორი არ ჰქონდა“.

banner
წინა სტატიაში“ჩვეულებრივი რევანშია წინა ხელისუფლებისადმი” – აქუბარდია ქუთაისის პარლამენტის შენობის გადაკეთებაზე
შემდეგი სტატიავანო ბურდული: ვენესუელას მთავრობის მიერ არჩევნების გაყალბების ფაქტი ადასტურებს, რომ საარჩევნო პროცესებში მხოლოდ ელექტრონული საშუალებების გამოყენება სრულად არ აზღვევს არჩევნებს მანიპულაციისგან