ვივა მედში სასამართლო დაიწყო – ექიმი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს

ვივა მედში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა დაიწყო. ამ დროისათვის მკურნალი ექიმი იკითხება. მან მოსამართლეს უთხრა, რომ მესამე პრეზიდენტი ცუდად არის და სხდომაში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს.

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესებს, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ვერ ესწრება.

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის ლოკაცია ე.წ. საზღვრის კვეთაზე, რამდენიმე საათში დღეს მესამედ შეიცვალა.

მოსამართლე ჩახნაშვილმა დღეს პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა გასვლითი სხდომის ჩატარებაზე და პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოდან კლინიკის პალატაში გაგრძელდა.

მოსამართლე ჩახნაშვილმა დილით გადაწყვიტა, რომ მესამე პრეზიდენტის საქმის განხილვა კლინიკაში უნდა ჩაეტარებინა, თუმცა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მსგავსი შუამდგომლობით სასამართლოსთვის არც ერთ მხარეს არ მიუმართავს, მოსამართლემ პროცესი, სხდომათა დარბაზში გადაიტანა.

3 საათზე კი ცნობილი გახდა, რომ ჩახნაშვილმა უბრალოდ იჩქარა და პროკურატურის სურვილს რამდენიმე საათით დაასწრო, რადგან 3 საათზე საქალაქო სასამართლოში, ბრალდების მხარე სწორედ ამ შუამდგომლობით მივიდა.

მოსამართლე ჩახნაშვილმა პპროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სასამართლოს ჩასატარებლად ისევ ვივა მედში გადაინაცვლეს.

banner
წინა სტატიაშიერთ-ერთი მძიმე სცენარი იქნება თუ ასოცირებული ტრიო დაიშლება – დეკანოიძე
შემდეგი სტატიააშშ სანქცირებულ რუს ოლიგარქს $5,3 მილიონს ჩამოართმევს