ვიწვევ იმ ქვეყნების სპიკერებს, ვისაც არ სჯერა იმ საშინელების, რომელიც უკრაინაში ხდება, ჩამოდით და ნახეთ – სტეფანჩუკი

ვიწვევ იმ ქვეყნების სპიკერებს ვისაც არ სჯერა იმ საშინელების რომელიც უკრაინაში ხდება – ამ სიტყვებით მიმართა რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა პოლიტიკსოებს სხვადასხვა ქვეყნებიდან, ვისაც არ სჯერა რუსეთის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულების. სტეფანჩუკი დღეს თავად იმყოფებოდა კიევის ოლქის ქალაქ ბოროდიანკაში, სადაც ოკუპანტებმა მძიმე ვითარება დატოვეს:

“ყველა ხედავს რაც აქ ხდება. მინდა რომ იმ ქვეყნების პარლამენტის სპიკერები ჩამოვიდნენ უკრაინაში, რომლებიც ამბობენ რომ ეს საშინელება დადგმულია და ნახონ ის რაც აქ ხდება. ჩამოდით და ნახეთ, ჩვენც განახებთ ყველაფერს. გაიგებთ ეს სინამდვილეში დეკორაციაა, თუ რეალური ადამიანური უბედურება. ვიწვევ იმ ქვეყნების სპიკერებს, ვისაც არ სჯერა იმ საშინელების, რომელიც უკრაინაში ხდება. რუსები არამხოლოდ მოქალაქეებს, ქალებს და ბავშვებს, არამდეც მონუმენტებსაც ებრძვიან. ეს არის გენოციდი. დღეს უკრაინის უმაღლეს რადაში გენოციდზე ვიმსჯელებთ.” თქვა სტეფანჩუკმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელმა მედესანტეებმა სამხრეთში რამდენიმე დასახლება გაათავისუფლეს და მტერი გაანადგურეს
შემდეგი სტატიაფინეთი და შვედეთი ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში ოფიციალურ მოწინააღმდეგეებად იქნებიან აღქმული – მედვედევი