“ვიწყებთ მასობრივ საპროტესტო აქციებს ქვეყნის მთავარი ქურდისა და „ბარიგის“ – პეტრო პოროშენკოს გადაყენებისთვის”

მიხეილ სააკაშვილის პარტია „ახალი ძალები“ მასობრივ საპროტესტო აქციებს იწყებს. აქციები თავად სააკაშვილმა “ფეისბუქის” საკუთარი გვერდის საშუალებით დააანონსა:
„ჩვენ ვიწყებთ მასობრივ საპროტესტო აქციებს ქვეყნის მთავარი ქურდისა და „ბარიგის“ – პეტრო პოროშენკოს მშვიდობიანი, კონსტიტუციური გზით გადაყენებისთვის. 4 თებერვალს, შევჩენკოს პარკიდან მაიდანამდე გაიმართება მარში.
მეხუთე თვეა, რაც ჩვენ ოლიგარქატს, კორუფციასა და დიქტატურას ვებრძვით და გვქონდა ძალიან მარტივი მოთხოვნები – იმპიჩმენტის შესახებ კანონის მიღება, ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნა, არჩევნების შესახებ ახალი კანონის მიღება და დეპუტატის ხელშეუხებლობის გაუქმება. ამის ნაცვლად ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური ტერორი და რეპრესიები, დაპატიმრებები, დევნა და შეთითხნილი სისხლის სამართლის საქმეები.
ამ „ბანდასთან“ არანაირი კომპრომისი არ გამოვა. ჩვენ გამარჯვებამდე მივალთ!

ჩვენი რესურსები ოლიგარქატის რესურსებს ვერ შეედრება. საშუალო კლასი იმარჯვებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთიანდება და საკუთარ რესურსებს კონკრეტული მიზნის მიღწევაზე მიმართავს.
ჩვენ თქვენი დახმარება გვჭირდება!“ – წერს მიხეილ სააკაშვილი და პარტიის საბანკო რეკვიზიტებს აქვეყნებს. ის მომხრეებს ფულის შეგროვებისკენ მოუწოდებს. როგორც სააკაშვილი წერს, ანგარიშზე დარიცხული ფული მარშის ორგანიზებას, სააგიტაციო მასალის დამზადებასა და გავრცელებას, რეგიონებიდან კიევში ხალხის ტრანსპორტირებას და სცენაზე აუდიოსისტემების დამონტაჟებას მოხმარდება.

banner
წინა სტატიაშიალექსეი ნავალნი პატიმრობიდან გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაჯაბა ჯიშკარიანი „ნაციონალურ მოძრაობას“ ომში გარდაცვლილი გმირების ოჯახებით მანიპულირებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს