“ვითვალისწინებთ ყველა მხარე და გვსურს, შეთანხმებას დროულად მივაღწიოთ”

არის რეალური ალბათობა, რომ მოლაპარაკებების პროცესი დასრულდეს შეთანხმებით და ჩვენ განვაგრძოთ ნორმალური პოლიტიკური პროცესი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„უფრო მეტ დეტალს ვერ გეტყვით. თქვენ კარგად იცით, რომ კანონმდებლობის თანახმად, არაუგვიანეს ათ დღეში ცესკო-ს მიერ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან უკვე უნდა ჩატარდეს პარლამენტის პირველი სხდომა. შესაბამისად, გვიახლოვდება თარიღი, როცა პირველი სხდომა უნდა ჩატარდეს და რა თქმა უნდა, ამას ვითვალისწინებთ ყველა მხარე და გვსურს, შეთანხმებას დროულად მივაღწიოთ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა. შეხვედრას ოპოზიციის რვა წარმომადგენელი ესწრებოდა, „ქართული ოცნებიდან“ კი მოლაპარაკებაზე არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე იმყოფებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: ჩვენთვის არსებობს წითელი ხაზები
შემდეგი სტატია“ყველა პარტია დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას”