მთავრობის კანცელარიასთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების ოჯახის წევრების პროტესტი მეექვსე დღეა გრძელდება.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ვიდრე მათი მთავარი მოთხოვნები დაკმაყოფილებული არ იქნება, აქციებს არ შეწყვეტენ.
შვილებისთვის სიცოცხლის გახანგრძლივება ეს არის ამ პროტესტის მონაწილეების ერთადერთი მოთხოვნა.

















