“ვითხოვთ კახა კალაძის მოსვლას პარლამენტში, მაგრამ არ მოდის. რა უნდა ვუყოთ ასეთ ჯიუტ და ცუდად მომუშავე მთავრობას?”

„პატრიოტთა ალიანსი’’ საქართველოსა და „გაზპრომს“ შორის დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, პარლამენტში ვიცე- პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძეს მისვლას ითხოვს.

,,გაზპრომთან“ დაკავშირებით ჩვენ ვითხოვთ ხელშეკრულების ნახვას, ასევე ვითხოვთ კახა კალაძის მოსვლას პარლამენტში, მაგრამ არ მოდის. რა უნდა ვუყოთ ასეთ ჯიუტ და ცუდად მომუშავე მთავრობას? ეს უნდა მოვიფიქროთ“, -განაცხადა ადა მარშანიამ.
„გაზპრომთან“ დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით პარლამენტში ,,ნაციონალური მოძრაობა“ საგამოძიებო კომისიის შექმნას, ხოლო ,,ევროპული საქართველო“ საკითხის ნდობის ჯგუფში განხილვას ითხოვს.

banner
წინა სტატიაშისაგანგებო ბრიფინგი შსს-ში
შემდეგი სტატიაშსს-მ 5 პირი დააკავა – ამოღებულია 13 გრამი ჰეროინი