ვითხოვთ იუსტიციის მინისტრის გადაყენებას, რომელიც არის დამპალი და გარყვნილი მართლმსაჯულების სათავეში – კახა კუკავა

kukava

4 ოპოზიციური პარტია იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს. დღეიდან ამ პროცესში საქართველოს სხვადასხვა რეგიონები ერთვებიან.

ოპოზიციის მტკიცებით, სწორედ თეა წულუკიანის მინისტრობის დროს გაყალბდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე.

“თავისუფალი საქართველოს”, “ტრადიციონალისტების”, პარტია “თავისუფლებისა” და “ქრისტიან დემოკრატების” წარმომადგენლები ასევე ითხოვენ, თანამდებობები დატოვონ მოსამართლე ლევან მურუსიძემ და იუსტიციისა და საპროკურორო საბჭომ.

„ვითხოვთ ხელისუფლებისგან იუსტიციის მინისტრის გადაყენებას, რომელიც არის ამ ბოლომდე დამპალი და გარყვნილი მართლმსაჯულების სათავეში,“-აცხადებს პარტია ”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე კახა კუკავა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი აშშ-ს მთავრობას საქართველოს უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
შემდეგი სტატია“ქართული მარშის” საქმე – თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება