„ვითიბი ბანკი”: შეღავათი ეხება ყველა ტიპის სესხს (ძირზე და პროცენტზე), როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში

მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ყველა ფიზიკურ ფიზიკურ პირს, ასევე მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებლებს, სესხების ყოველთვიურ შენატანზე გთავაზობთ სამთვიან საშეღავათო პერიოდს, – ამის შესახებ აღნიშნულია „ვითიბი ბანკის“ განცხადბაში.

განცხადების თანახმად, შეღავათი ეხება ყველა ტიპის სესხს (ძირზე და პროცენტზე), როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში.

„მომავალი კვირიდან დაიწყება შესაბამისი პროცედურების გატარება და მომხმარებლისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნული პროცესი განხორციელდება დისტანციურად და ბანკში მიუსვლელად.

აგრეთვე, ჩვენს მომხმარებლებს გაქვთ შესაძლებლობა საბანკო სერვისი მიიღოთ სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტ, მობაილ და ვიდეო ბანკის მეშვეობით.

ორშაბათიდან, თითოეული მომხმარებელი დეტალურ ინფორმაციას მიიღებს ინდივიდუალურად“, – აღნიშნულია „ვითიბი ბანკის“ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის საეჭვო სიმპტომებით ერთდროულად ხუთი მოქალაქე შეიყვანეს
შემდეგი სტატიათვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში 9 ადამიანი გადაიყვანეს