ვითარება რეგიონებში-ზუგდიდის რკინიგზის სადგურსა და ავტოსადგურზე მგზავრთა ნაკადი შემცირებულია

ზუგდიდის ცენტრალურ რკინიგზის სადგურსა და ავტოსადგურზე მგზავრთა ნაკადი შემცირებულია-ამის შესახებ  ზუგდიდიდან “თაიმერის” რეგიონული კორესპონდენტი იუწყება.

მისივე ცნობით,  მიუხედავად ამისა,როგორც თბილისი-ზუგდიდის ,ასევე ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით,მგზავრობა შეუფერხებლად ხდება.

„ჩემს სამარშრუტო ტაქსიში,სადაც 15- მა მგზავრმა იმგზავრა, ყველას პირბადე ეკეთა და რა თქმა უნდა მეც. ასევე ზუგდიდში წამოსვლამდე სამარშრუტო ტაქსიში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები,საეჭვო სიმპტომების მქონე მგზავრს ბუნებრივია არ ჩავისვამ“,- ამბობს სამარშრუტო  ტაქსის მძღოლი.

მგზავრების ინფორმაციით,თბილისი-ზუგდიდის რეისით 12-მა ადამიანმა იმგზავრა.

საქართველოს რკინიგზაში ადასტურებენ,რომ კორონავირუსის გავრცელების გამო, მგზავრთა ნაკადი შემცირებულია.

რაც შეეხება ზუგდიდის ცენტრალურ ავტოსადგურს,როგორც შპს „გუდვეის“ დირექტორი ირაკლი როგავა აცხადებს,მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში მგზავრთანაკადი შემცირებულია,სამარშრუტო ტაქსები ჩვეულ რეჟიმში გადაადგილდებიან.

“ყოველ საათნახევარში გადის მანქანები,ახლა სულ ცარიელი ვერ.შორ მანძილზე, 7-8 მგზავრით გვიწევს გადაადგილება.რა თქმა უნდა, სადეზინფექციო სამუშაოები ,როგორც სამარშრუტო ტაქსებში,ასევე მთელ ავტოსადგურის ტერიტორიაზე ყოველდღე ტარდება“,-აცხადებს “თაიმერის” რესპონდენტი.

 

ავტორი:აკო ქიქავა

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა საკონსტიტუციო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიაპარლამენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძე აირჩია