10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

“ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო” – ჯანდაცვის მინისტრი პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

“ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო”, – ასე შეაფასა ამ დროისთვის პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.

“ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო. იმის გათვალისწინებით, რომ ჰემოდინამიკის დასტაბილურებამდე კიდევ ბევრი გზა გვაქვს გასავლელი. ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ამ წუთას, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრები სტაბილურად იქნეს შენარჩუნებული, რაც ახლა მედიკამენტოზურად არის შენარჩუნებული.

რა თქმა უნდა, დაკვირვების ქვეშაა, ინტესიურად მიმდინარეობს მეთვალყურეობა და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღიდგინოს ყველა ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრი, რომელიც მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობისთვის” – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ღამით კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყავნეს. კლინიკის წარმომადგენელის განცხადებით, მას კუჭიდან მასიური სისხდენა აღენიშნებოდა. ილია მეორე რეანიმაციაში იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ პატრულის და დაცვის პოლიციის თანამშრომლები დააკავა
შემდეგი სტატიაკავკასიის მედიცინის ცენტრში სასულიერო პირები იკრიბებიან