ვიტალი საფაროვის მკვლელობა – სასამართლომ საქმის განხილვა დაიწყო

საქალაქო სასამართლო უფლებადამცველ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმის განხილვა დაიწყო.

ეთნიკურ ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით, 2 პირია დაკავებული, თუმცა, ისინი ბრალს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ კონფლიქტი საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაიწყო და არა ეთნიკური საბაბით.

„ბრალდებულის მიმართ არსებობს წინააღმდეგობრივი ბევრი ჩვენება, რომელიც ბრალდებამ მოიპოვა სხვადასხვა დროს და რომელთა შინაარსიც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ერთმანეთს. შესაბამისად, დაცვის მხარისთვის ეს არის მნიშვნელოვანი, რომ მოახდინოს ამ მტკიცებულებების სათანადო წესით გამოკვლევა და დაამტკიცოს, რომ ავთანდილ კანდელაკიშვილს ბრალი უკანონოდ ედება,“ – აცხადებს ადვოკატი, ზურაბ ბეგიაშვილი.

კიდევ ერთი ბრალდებულის, გიორგი სოხაძისმ ადვოკატი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არავითარი ნეონაცისტური დაჯგუფების წევრი არ არის. ის ასეთი აზრის მატარებელიც არ არის. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს – გიორგი სოხაძეს, ცხონებული საფაროვის არც მკვლელობა ჩაუდენია და არც ჯგუფურ მკვლელობაში მიუღია მონაწილეობა,“ – აცხადებს ლევან ბუაძე.

საქმესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პროკურორმა მიხეილ ჩხეიძემ.

„არის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებები, რომლებიც უშუალოდ ადასტურებენ ავთანდილ კანდელაკიშვილისა და გიორგი სოხაძის მკვლელობაში მონაწილეობას. გარდა ამისა, არის ჩანაწერები ვიდეოკამერებიდან. გამოძიებას ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტით მოპოვებული აქვს ის დანა, რითიც ავთანდილ კანდელაკიშვილმა მიაყენა ეს დაზიანებები,“ – განაცხადა პროკურორმა.

banner
წინა სტატიაშიაზარტული და მოგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ეხმაურება
შემდეგი სტატია,,მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის მოხსნაზე სერიოზული კითხვის ნიშნები მაქვს”