ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, რუსეთის თავდასხმების შემდეგ კიევში შენობების აღდგენა 70 მილიონი ევრო დაჯდება

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, უკრაინის დედაქალაქში რუსეთის თავდასხმების შემდეგ შენობების აღდგენა 70 მილიონი ევრო დაჯდება. ამის შესახებ ინფორმაცია კლიჩკომ „ტელეგრამის“ გვერდზე გაავრცელა.

„რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინის დედაქალაქში ჯამში 390 შენობა დაზიანდა, აქედან 222 საცხოვრებელი კორპუსია.

ჩვენ უკვე გამოვავლინეთ 20 სახლი სადაც აღდგენითი სამუშაოები პირველ რიგში უნდა დაიწყოს, რათა ადამიანებმა საკუთარ სახლებში დაბრუნება რაც შეიძლება სწრაფად შეძლონ. რუსული ძალის თავდასხმების შედეგად 75 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა, რომელთაგან 30 სკოლამდელი ასაკისთვის იყო. დაზიანდა ასევე 17 სამედიცინო და 11 კულტურული დაწესებულება“,- განაცხადა კლიჩკომ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის ადმინისტრაცია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი- საქართველოს მთავრობამ მოსალოდნელზე ადრე, წარმატებით დაასრულა მუშაობა და ახლა, მოუთმენლად ველით საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას