ვიტალი კლიჩკო: საქართველოსთვის და პოსტ საბჭოთა სივრცისთვის სააკაშვილი ისტორიული პიროვნებაა, რომელიც განასახიერებს რეფორმებს, რომლებმაც შეცვალა საქართველო და მისი რეპუტაცია მსოფლიოში

ვიტალი კლიჩკო

უკრაინელი პოლიტიკოსი ვიტალი კლიჩკო Facebook-ზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავებას ეხმაურება. წერს, რომ მისი ციხეში ყოფნა არასწორი და უკანონოა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად სამართლებრივი გზები უნდა მოიძებნოს.

“მეგობრებო, თბილისის დედაქალაქში საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვდნენ. ის უკვე მე-13 დღეა შიმშილობს. მთავარს აღვნიშნავ: საქართველოსთვის და პოსტ საბჭოთა სივრცისთვის სააკაშვილი ისტორიული პიროვნებაა, რომელიც განასახიერებს რეფორმებს, რომლებმაც შეცვალა საქართველო და მისი რეპუტაცია მსოფლიოში. მიხეილს ნამდვილად ჰქონდა შეცდომები, მის გზაზე, მაგრამ უშეცდომოა ის, ვინც არაფერს აკეთებს.

მგონია, რომ სააკაშვილის გისოსებს მიღმა დატოვება არასწორი და უსამართლოა და მის გასათავისუფლებლად სამართლებრივი გამოსავალი უნდა მოიძებნოს. თუ მიხეილ სააკაშვილი დარჩება ციხეში, ეს საქართველოს უფრო მეტ ნეგატივს მოუტანს, ვიდრე პოზიტივს. მე ამას ვამბობ ადამიანი, რომელსაც უყვარს საქართველო და ყოველთვის მხარს უჭერს მას”,-წერს ვიტალი კლიჩკო Facebook-ზე.

banner
წინა სტატიაშიგუბაზ სანიკიძე: ძალიან ცუდი დასანახია თანამემამულეები, რომლებიც ცხრა წლის შემდეგაც ცოცხებით დარბიან
შემდეგი სტატიაგავრცელებული ინფორმაციით, რუსთავის მე-17 ციხეში ხანძარს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა