ვიტალი გუგუჩიას მოქალაქეებმა გირაოს თანხა შეუგროვეს

ვიტალი გუგუჩიას, რომელსაც ზუგდიდის სასამართლომ გირაო შეუფარდა, მოქალაქეებმა თანხა შეუგროვეს – ინფორმაცია გუგუჩიას ცოლმა რამდენიმე წუთის წინ, სოციალურ ქსელში გაავრცელა.

უპრეცედენტო მხარდაჭერა და სიყვარული ხალხისგან…. ყბა ჩამომივარდა. მადლობა ხალხო, მადლობა. თანხა ერთ საათში შეგროვდა, აზრზე ხართ?!“, – დაწერა მისმა ცოლმა, მირანდა ჯობავამ.

ზუგდიდის სასამართლომ ვიტალი გუგუჩიას აღმკვეთი ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა – პროკურატურა გუგუჩიას “პოსტივის” ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელშეშლასა და ძალადობას ედავება.

როგორც გუგუჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ის გირაოს გადახდას აპირებს და სისტემის წინააღმდეგ ბრძოლას არ შეწყვეტს.

შეგახსენებთ, რომ გუგუჩია და მისი ცოლი საზოგადოებამ 29 მაისს გაიცნო, როცა ფორთოხლის სროლის გამო, მათ მაღაზიაში ბოდიშის მოსახდელად მისული დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე უკან გააბრუნეს.

banner
წინა სტატიაშიჯოზეფ ბორელი: აგვისტოს ომიდან 16 წელი სრულდება – მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს
შემდეგი სტატიააგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა