
დარასელია 1957 წლის 9 ოქტომბერს ოჩამჩირეში დაიბადა. იცავდა ოჩამჩირის „ამირანის“, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების ღირსებას. 1976 წელს ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 1980 წელს – ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი

ვიტალი დარასელია 13 დეკემბერს დაიღუპა – 13 მაისის გმირი, რომელიც საბჭოთა კავშირის ნაკრებში 13-ნომრიანი მაისურით თამაშობდა. შემთხვევა რიკოთის უღელტეხილზე მოხდა. მანქანა კლდიდან მდინარეში გადავარდა.

2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად, ვიტალი დარასელიას საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.
ვიტალი დარასელიას „ოქროს ხანის“ „დინამოს“ ხერხემალს უწოდებდნენ და მისმა ტრაგიკულმა გარდაცვალებამ, ნოდარ ახალკაცის შეფასებით, დაასამარა მისი ოცნება ახალი გუნდის მშენებლობაზე.

















