ვისურვებდი, ზურაბიშვილს მეტი პატივისცემა ჰქონდეს ჟურნალისტების მიმართ – ოხანაშვილი

“ქართული ოცნების” დეპუტატი ანრი ოხანაშვილი “ოცნების” მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ჟურნალისტებთან კომუნიკაციის ფორმის გამო აკრიტიკებს.

“მე ვისურვებდი, რომ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ჟურნალისტებთან მიმართებით უფრო სწორი კომუნიკაცია იყოს შერჩეული და უფრო მეტი პატივისცემა თქვენს მიმართ”, – განუცხადა ჟურნალისტებს ანრი ოხანაშვილმა.

ასე გამოეხმაურა ოხანაშვილი ზურაბიშვილის გუშინდელ საქციელს, როდესაც მან ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა.

მიუხედავად ამისა, ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილის მხარდაჭერა მმართველი გუნდის მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იყო.

“ჩვენი ქვეყნის მოწყობის პრინციპიდან გამომდინარე, როდესაც ჩვენ გადავდივართ და ვაძლიერებთ საპარლამენტო რესპუბლიკას, სადაც პრეზიდენტი უნდა იყოს დამოუკიდებელი, ზეპარტიული პირი, ეს იყო სწორი და საუკეთესო გადაწყვეტილება ამ პრინციპის დაცვით”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი დღეს განცხადებას გააკეთებს
შემდეგი სტატია“თუ ვაშაძე მოიგებს არჩევნებს ეს იქნება რეალური ნაბიჯი საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყების”- გედევან ფოფხაძე