ვისურვებდი, „რუსთავი 2“ ვნახო ისეთივე მწვავე, როგორიც არის ახლა

kvirikashvili-rustaviorzeვისურვებდი, „რუსთავი 2“ ვნახო ისეთივე მწვავე, როგორიც არის ახლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე „რუსთავი2“-ის საკითხთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, „რუსთავი 2“-ის საქმეს აქვს ორი განზომილება. „ერთი მხრივ, ეს არის საკუთრების და მეორე მხრივ – მედიის თავისუფლების საკითხი”.

საგარეო საქმეთა მინისტრის ანამდებობაზე ყოფნისას, მე გავაკეთე რამდენიმე განცხადება, რომელშიც დავიცავი „რუსთავი 2“-ის სარდაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა. გამოვედი ინიციატივით, შექმნილიყო არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებისგან, მედიის წარმომადგენლებისგან საბჭო, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა. თუმცა, შეგახსნეებთ, რომ ამ საქმეს ორი განზომილება აქვს და მისი მეორე განზომილება საკუთრების უფლებას ეხება. მთავრობას არ შეუძლია, არანაირი ფორმით სასამართლო საქმეში ჩარევა. თუკი მკითხვათ, როგორია ჩემი მოსაზრება, გეტყვით, რომ მე ვისურვებდი, ვნახო „რუსთავი 2“ ისეთივე მწვავე, როგორიც არის ახლა, ისეთივე ოპოზიციური მთავრობის პოლიტიკისადმი, როგორიც არის ახალა, რომ მოხდეს ამ საკითხზე ჩვენს პოზიციასთან დაკავშირებით სპეკულაციები ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნების წინ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში(video) მომღერალი პრინცი როჯერ ნელსონი გარდაიცვალა
შემდეგი სტატია(სრული ვერსია) პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე