ვისურვებდი, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ იყოს გაცილებით მეტი ადამიანი, მათ შორის, რუსი პოლიტიკოსები

მთავარი სამუშაო არის ის, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიამ“ შედეგი მოიტანოს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა. მისი თქმით, მთავარია, რომ კონკრეტული პრობლემები შეექმნას იმ ხალხს, ვინც ამ სიაში მოხვდა.

„რა თქმა უნდა, მე ვისურვებდი, რომ აქ იყოს გაცილებით მეტი ადამიანი, მათ შორის, რუსი პოლიტიკოსები. ამავდროულად, სია უნდა იყოს რეალისტური ისე, რომ სახელმწიფოებმა მოახდინონ ჩამოთვლილი პირებისთვის შეზღუდვების დაწესება,“ – განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

შეგახსენებთ, “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში” 33 ადამიანი არის შეყვანილი. ცნობილია, რომ სიაში არჩილ ტატუნაშვილისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და მის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის ბრალდებულები – ოკუპირებული ახალგორის ე.წ. პროკურორის თანაშემწე დავით გურწიევი და ე.წ უშიშროების კომიტეტის ახალგორის განყოფილების უფროსი ალიკ ტაბოევი, ასევე, გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის დაუსწრებლად გასამართლებული რაშიდ კანჯი-ოღლიც მოხვდნენ.

banner
წინა სტატიაშისერგი კაპანაძე პროკურორს – აშკარად ვხედავ, რომ მოსული სტუმრები ცდილობენ გვერდი აუარონ პასუხებს
შემდეგი სტატიაირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში მონაწილე ორი ქალი დააკავეს