“არ შეიძლება დღევანდელ დღეს, ახალი პატრიარქის არჩევას არ გამოვეხმაურო, მივულოცო და გამოვთქვა სურვილი, რომ ახალმა პატრიარქმა გააგრძელოს ის გზა, რაც არის ქართული ეკლესიის გზა – დამოუკიდებლობის გაძლიერება და ერთობის კონსოლიდაცია, საზოგადოების ერთობის.
ამისათვის ერთი ნაბიჯი არის, რომელსაც მე ვისურვებდი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ სურვილს იზიარებს ძალიან ბევრი ადამიანი – ის, რომ პატრიარქმა პირველი ნაბიჯი გადადგას, რომ შეიწყალოს სინდისის ყველა პატიმარი. ჩვენ ამით შეიძლება ახალი ფურცელი დავიწყოთ“, – აცხადებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი
















