,,ვისურვებდი, მომავალმა პრემიერმა პარლამენტთან ურთიერთობისთვის მეტი დრო გამონახოს”

ვისურვებდი, მომავალმა პრემიერმა პარლამენტთან ურთიერთობისთვის მეტი დრო გამონახოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, მთავრობის ახალმა ლიდერმა საზოგადოებას, უპირველესად, უკეთესი მომავლის იმედი უნდა მისცეს. “ვისურვებდი, მომავალმა პრემიერმა პარლამენტთან ურთიერთობისთვის მეტი დრო გამონახოს – აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის ურთიერთობის გაღრმავება აუცილებელია. იმედი მაქვს, გიორგი კვირიკაშვილი ამ ნაბიჯს გადმოდგამს და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას პარლამენტის ტრიბუნაზე ერთად შევძლებთ”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,მურუსიძესა და იუსტიციის საბჭოს ზოგიერთ წევრს ვურჩევ, მაგალითი ირაკლი ღარიბაშვილისგან აიღონ”
შემდეგი სტატიაპირველად ისტორიაში ქართველმა ალპინისტებმა ჭაუხის მთა ზამთარში დალაშქრეს