ვისურვებდი მერწმუნა, რომ თბილისში საღი აზრი გაიმარჯვებს – კრემლი საქართველოს პირობებს კიდევ ერთხელ უყენებს

ვისურვებდი მერწმუნა, რომ თბილისში საღი აზრი გაიმარჯვებს – პირობები მკაფიოა: რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტა და ჩვენი მოქალაქეებისთვის საფრთხის გაქრობა – ეს განცხადება, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა. კარასინის განცხადებით, თუ საქართველო გადადგამს ნაბიჯებს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის, რუსეთთან ვიზების გაუქმების საკითხზე მსჯელობის დღის წესრიგში დაბრუნებას შეძლებს.

„საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის თვალთახედვის არეში იყო და რჩება. ვფიქრობ, რომ თბილისის რეალური ნაბიჯები, მიმართული ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობის ნორმალიზაციისკენ, ორმხრივ დღის წესრიგში ვიზების საკითხის გაუქმების დაბრუნებას შეძლებს.

ვისურვებდი მერწმუნა, რომ თბილისში საღი აზრი გაიმარჯვებს. პირობები მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული: საქართველოში სიტუაციის სტაბილიზაცია, რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ნებისმიერი საფრთხის გაქრობა. ეს მთლიანად დასაბუთებული და ადეკვატური რეაქციაა“, – განაცხცადა გრიგორი კარასინმა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე აშშ-ის კონგრესში შეხვედრებს მართავს
შემდეგი სტატია“გახარიამ ახალი დანაშაული ჩაიდინა, ფაქტები დაამახინჯა და ივანიშვილს გადაეფარა” – გოცირიძე